суббота, 14 июля 2018 г.

                                                                      რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ მოდელი 3  კავშირები

   უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, პირველი აქტივობის განხორციელებამდე, შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს, გააკეთოს რეფლექსია წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც მათ ახალი მასალის ადრე ნასწავლთან დაკავშირებაში დაეხმარება. ყურადღება უნდა  გაამახვილოთ დადებითზე. საუბარი აუცილებლად დავიწყოთ და დავასრულოთ პოზიტიური შეფასებით.  უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს.  უკუკავშირი კარგია, თუ ის დროულია. მივეცეთ უკუკავშირი რაც შეიძლება მალე. რადგან უფრო შედეგიანი და იქნება როგორც მოსწავლისთვის ასევე მასწავლებლისთვის , რომ დროულად შეუსწოროს ლაფსუსები.
     
 ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს, რაც დაგვეხმარება სწორად დავდეგმო ჩემი სამუშაო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტის პორტფოლიო - გვახსოვდეს ჩვენი დამწერლობა მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით , ინტერესებით , სწავ...