воскресенье, 22 июля 2018 г.

პროექტის პორტფოლიო - გვახსოვდეს ჩვენი დამწერლობა





მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით,
სწავლის სტილით,პიროვნული თვისებებით. ამ ტრენინგის მერე უკეთ გავაცნობიერე , თუ მუდმივად ვიმუშავებ ამ განსხვავების გამოვლენაზე ,გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს და ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. 21 - საუკუნის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელით ურთიერთობა ყველაზე კომფორტულია, ამიტომ Google Drive-ში სხვადასხვა ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობა და Google- ჯგუფის შექმნამ მასწავლა ,რომ მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდებათ და შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო. გამოყენებული ტექნოლოგიები კარგი საშუალებაა სწავლის მართვაში. Intel-ის სალექციო კურსში მოცემული ყველა დამხმარე რესურსი მაძლევს საშუალებას ,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს უფრო დახვეწილი ,გამართული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული. მიუხედავად იმისა ,რომ ეს ტრენინგი დიდ შრომას , ენერგიას და დროს მოითხოვდა საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი იყო.

დიდი მადლობა ქალბატონ ირინას.


Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტის პორტფოლიო - გვახსოვდეს ჩვენი დამწერლობა მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით , ინტერესებით , სწავ...