воскресенье, 22 июля 2018 г.

პროექტის პორტფოლიო - გვახსოვდეს ჩვენი დამწერლობა





მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით,
სწავლის სტილით,პიროვნული თვისებებით. ამ ტრენინგის მერე უკეთ გავაცნობიერე , თუ მუდმივად ვიმუშავებ ამ განსხვავების გამოვლენაზე ,გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს და ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. 21 - საუკუნის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელით ურთიერთობა ყველაზე კომფორტულია, ამიტომ Google Drive-ში სხვადასხვა ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობა და Google- ჯგუფის შექმნამ მასწავლა ,რომ მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდებათ და შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო. გამოყენებული ტექნოლოგიები კარგი საშუალებაა სწავლის მართვაში. Intel-ის სალექციო კურსში მოცემული ყველა დამხმარე რესურსი მაძლევს საშუალებას ,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს უფრო დახვეწილი ,გამართული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული. მიუხედავად იმისა ,რომ ეს ტრენინგი დიდ შრომას , ენერგიას და დროს მოითხოვდა საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი იყო.

დიდი მადლობა ქალბატონ ირინას.


четверг, 19 июля 2018 г.

                                                                 დღე მე-8
                                                             რეფლექსია

  პროექტის მსვლელობის დროს მნიშვნელოვანია ფასილიტატორის მასალების შექმნა. მოსწავლემ უნდა იცოდეს რომელია მისი ძლიერი მხარე დიფერენცირებული სწავლების დროს. შევიმუშავე განსახორციელებელი სტრატეგიები: გამოწვევები, რომლებსაც შეიძლება წავაწყდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდები მეთოდებით.


среда, 18 июля 2018 г.

                         

                                          დღე  მე-7
                                       რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც დამეხმარება მოვახდინო მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების პროგრესი ვიმსჯელეთ შეფასების დადებით მხარეებზე.

суббота, 14 июля 2018 г.

                                                                      რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ მოდელი 3  კავშირები

   უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, პირველი აქტივობის განხორციელებამდე, შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს, გააკეთოს რეფლექსია წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც მათ ახალი მასალის ადრე ნასწავლთან დაკავშირებაში დაეხმარება. ყურადღება უნდა  გაამახვილოთ დადებითზე. საუბარი აუცილებლად დავიწყოთ და დავასრულოთ პოზიტიური შეფასებით.  უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს.  უკუკავშირი კარგია, თუ ის დროულია. მივეცეთ უკუკავშირი რაც შეიძლება მალე. რადგან უფრო შედეგიანი და იქნება როგორც მოსწავლისთვის ასევე მასწავლებლისთვის , რომ დროულად შეუსწოროს ლაფსუსები.
     
 ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს, რაც დაგვეხმარება სწორად დავდეგმო ჩემი სამუშაო.

среда, 11 июля 2018 г.

                                                                      რეფლექსია


პროექტის დროს აუცილებელია  შეფასების გეგმის შექმნა, რადგან შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვლოვანი  თემის გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდე შესაბამის  სტრატეგიების გამოყენების გზებზე.

  პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი.

вторник, 10 июля 2018 г.

                                                                 რეფლექსია
   

                  დღეს ვიმუშავე პროექტის დაკავშირებით სასწავლო  მიზნების დაწერაში.ეს გამეხმარება უფრო სრულყოფილად დავგეგმო შემდგომი სამუშაო, რაც  პროცესის დროს
მარტივად მივიყვან მოსწავლეს სასურველ შედეგამდე. მოსწავლეს უადვილუბს იპოვოს მსგავსება- განსხვავება, დახარისხება და პასუხიამგებლობის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში.

პროექტის პორტფოლიო - გვახსოვდეს ჩვენი დამწერლობა მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით , ინტერესებით , სწავ...